მწვანით მოსილი სახურავიანი საცხოვრებელი მისურიში

არქიტექტურული ფირმა “ელდორადო“–ს წევრებმა წარმოადგიეს თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი, რომელიც მისურის შტატ კანზას სითის დასვლეთ რეგიონში მდებარეობს.

მცენარეთა უხვი საფარის ზოლში განთავსებული საცხოვრებელი უზრუნველყოფილია მწვანით მოსილი, ძალზედ შთამბეჭდავი სახურავით, რომელიც იმავდროულად ტერასის როლსაც ითავსებს და მოიცავს სასადილოდ, მოსასვენებლად და გასართობად განკუთვნილ კეთილმოწყობილ სივრცეებს.

საცხოვრებლის გემოვნებით მოწყობილ ტერიტორიაზე, სადაც არაერთი მომხიბვლელი პატიო და ტერასული ტიპის ბაღია, ასევეა განცალკევებით მდგარი ნაგებობანი, რომელთა შორისაცაა სტუმართათვის განკუთვნილი ნაგებობა, სტუდიო, საუნა და ავტოფარეხი.

Comments

comments