fbpx

ნაიკის ახალი სპორტული ფეხსაცმელი Nike LeBron 16 “Watch The Throne”

ნაიკი აგრძელებს სპორტული ფეხსაცმლის „Nike LeBron James“-ის ხაზს, რომელიც პროფესიონალური ამერიკელი კალათბურთელის, ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მოთამაშე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) – ლებრონ ჯეიმზისა და ნაიკის კოლაბორაციის შედეგად წლების წინ შეიქმნა და დიდი წარმატება ჰპოვა. ამჯერად წარმოდგენილი სპორტული ფეხსაცმლის ახალი მოდელი, რომლის სახელწოდებაცაა – Nike LeBron 16 “Watch The Throne”, 17 თებერვალს ოფიციალურად იქნა წარმოდგენილი. სიახლის შეძენა უკვე შესაძლებელია ბრენდის სპორტული მაღაზიებისა და ინტერნეტქსელის მეშვეობით, ხოლო რაც შეეხება მის საფასურს, იგი 200 აშშ დოლარი გახლავთ.

Comments

comments