ნაიკის მიერ წარმოებული სპორტული ფეხსაცმლის ახალი მოდელი $6,500 ღირს

მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია ნაიკი, რომელიც სპორტული ფეხსაცმლის, სამოსისა და სხვადასხვა ინვენტარის წარმოებაზე კვალიფიცირდება, კვლავაც მოწოდების სიმაღლეზეა. სპორტული ფეხსაცმლის მოყვარულთ, მათ ამჯერად სვაროვსკის კრისტალებით მორთულ–მოკაზმული ახალი მოდელი – Air Jordan 1 Pinnacle “Golds” შესთავაზეს, რომლის საფასურიც 6 500 აშშ დოლარს შეადგენს.

სპორტული ფეხსაცმლის თითოეული მოდელი მოოჭვილია 15 000 სვაროვსკის კრისტალით, რომლის უზრუნველსაყოფად, ჩიკაგოში დაფუძნებულ მხატვარ Daniel Jacob–ს 3 კვირა დასჭირდა, რადგანაც სიახლე ხელნაკეთია და თითოეული კრისტალის ახალ მოდელზე ხელით განთავსება, დიდ მოთმინებასა და დროს საჭიროებდა. როგორც მწარმოებლები იუწყებიან, სიახლე გამოიცემა ძალზედ ლიმიტირებული ოდენობით.

Comments

comments