fbpx

ნაიკის სპორტული ფეხსაცმლის ახალი მოდელი Air Max Plus “Pull Tab”

ნაიკის მოდელი “Pull Tab”–ი კვლავაც გაახარებს თაყვანისმცემელთ, თუმცა იგი ამჯერად ფირუზისფერი–ლურჯი შეფერილობით მოევლინება სპორტულ სამყაროს.

2017 წლის ბოლოდან ბრენდი “Swoosh”–ი აქტიურად მუშაობს “Air Max”–ის სილუეტებსა და ბრენდინგის ახალ ფორმებზე. გარდა სიახლის შეფერილობისა, სახეცვლილია მოდელის ზედაპირი, სადაც კომერციული ესთეტიკის მიზნით კიდევ ახალი და მიმზიდველი დეტალებია შეტანილი, თუმცა მცირედ ცვლილებს ახალი მოდელის ლანჩიც დაექვემდებარება.

ამჯერად ცნობილი არაა Air Max Plus “Pull Tab”–ის გამოცემის ზუსტი თარიღი, თუმცა როგორც ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანიის მწარმოებლები იუწყებიან, სიახლე დიდხანს არ დააყოვნებს და მალე გამოჩნდება სპორტულ მაღაზიათა ქსელში.

Comments

comments