fbpx

ოკეანისპირა ვილა კალიფორნიაში

არქიტექტურულ-დიზაინერული სტუდია – „ვულფ დიზაინ“-ის წევრებმა, სულ ახლახანს დაასრულეს მათ მიერ განხორციელებული ბოლო პროექტი, რომელიც კალიფორნიაში მდებარე კომფორტული საცხოვრებელი – „Kings Place“-ი გახლავთ.

ორ ფლიგელად პროექტირებული და მინის მასალის უზარმაზარი ვიტრაჟებით აღჭურვილი ორსართულიანი ნაგებობა, საიდანაც 180 გრადუსით იშლება ოკეანის ულამაზესი ხედები, უზრუნველყოფილია საცხოვრებელი დანიშნულების ყველა ტიპის სივრცული ოთახით, რომელთაგან თითოეული მათგანი გემოვნებითაა მოწყობილი.

საცხოვრებლის ექტერიერი, კი რუდუნებით მოვლილ ეზოს წარმოადგენს, რომელიც ძვირადღირებული ქვის მასალის ბილიკებითა და ეგზოტიკური მცენარეებითაა დეკორირებული. ეზოშივეა სხვადასხვა დანიშნულების, არაერთი სივრცული და კეთილმოწყობილი ტერასა, ღია სამზარეულო, ოფისი, ლაუნჯი და ლაჟვარდოვანი საცურაო აუზი, რომელიც ისედაც შთამბეჭდავსა და მდიდრულ ვილას კიდევ უფრო მეტ ხიბლს ჰმატებს.

Comments

comments