ომიდ ასადის ფოთლებზე შესრულებული ხელოვნების ნიმუშები

ირანელმა მხატვარმა ომიდ ასადმა წარმოადგინა ნამუშევართა სერია, სადაც შემოდგომის ფოთლებზე შესრულებული ხელოვნების შთამბეჭდავი ნიმუშებია განხორციელებული.

ავტორი თავდაპირველად შემოდგომის ჩამოცვენილ ფოთლებს აგროვებს, რომელთაც ე.წ. პრესში ანთავსებს. შემდეგ მათზე საკმაოდ რთულ უზორებს დანით კვეთს, რაც საკმაოდ შრომატევადი და ფაქიზი სამუშაოა, რადგანაც ერთი უნებლიე მოძრაობით შესაძლოა საათების ან დღეების განმავლობაში შესრულებული ნამუშევარი მთლიანად გაფუჭდეს. აღსანიშნავია, რომ ერთი ნამუშევრის შესრულებას ასიდი 1 კვირიდან 2 თვემდე ანდომებს. ავტორი ამ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავის მეუღლესთან თანამშრომლობს, ვინაც შესანიშნავად ერკვევა ძველ სპარსულ მინიატურულ მხატვრობაში. ასადის ნამუშევართა უჩვეულობა მის საიტზე არსებულ ციტატაზეა დაფიქსირებული, სადაც აღნიშნულია: „ნებისმიერს შეუძლია ვარდი უყვარდეს, მაგრამ ფოთლის შესაყვარებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ჩვეულებრივია ლამაზის სიყვარული, მაგრამ ჩვეულებრივის სიყვარული ლამაზია.“

Comments

comments