ოპტიკური ილუზიის მქონე იატაკის ხალიჩა

შოტლანდიელმა დიზაინერმა სკოტ იარვიმ წარმოადგინა მერინოსის მასალის იატაკის ხალიჩათა სერია სახელწოდებით – Void Rug, რომელთა იატაკზე განთავსებისას სიღრმის ილუზია იქმნება.

ხალიჩის დიზაინი წრისა და მართკუთხედის მარტივ გეომეტრიულ ნიმუშს წარმოადგენს, თუმცა გარკვეული კუთხით ცქერისას, იგი იატაკში არსებული ხვრელის ასოცირებას იძლევა, რაც გარკვეულ შიშის ფაქტორთანაა პირდაპირპროპორციული.

როგორც ავტორი აღნიშნავს: „ხალიჩის შექმნისას ყურადღება არა მისი ქსოვის უზორზე, არამედ იდეაზე იყო გადატანილი. მისი დიზაინი იმთავითვე იმით იყო შთაგონებული, რომ ხალიჩის დიზაინის ორგანზომლებიანი პროექცია, სამგანზომილებიანად ყოფილიყო ინფორმირებული. რაც შეეხება სიღრმის ილუზიას, იგი შუქისა და ტექსტურის ზედმიწევნით ფრთხილი გათვლით იქნა მიღებული.“

Comments

comments