ორიგინალური ვიდეო – FROM COLORS TO NONE

წარმოდგენილი ვიდეომასალა გახლავთ ერთგვარი კვლევა ადამიანის 3 საფეხურისა, ფერების წარმოსახვით გარემოცვაში. თითოეული საფეხური წარმოადგენს იმგვარ გეომეტრიულ ფორმებს, როგორიცაა წრე, კვადრატი და სამკუთხედი, რომელთაგან წრე ჰუმანურობას ასახავს, კვადრატი კავშირს, ხოლო სამკუთხედი კი დამოკიდებულებას.

როგორც ვიდეოს ავტორი, რეჟისორი და ციფრული მხატვარი Leonardoworx–ი განმარტავს: „დღევანდელ დღეს ეს 3 ასპექტი თანდათან ხუმდება. ზოგჯერ თავს ვგრძნობთ თითქოს ქვიშაში ვცურავთ და ფხვნილი გვაბრმავებს, თუმცა როცა ყველაფერი შავად გვეჩვენება ვცდილობთ გადავრჩეთ და ახალი ბალანსის ძიებაში ვართ. ამდენად, ჩვენ ე.წ. „ფერების მანქანას“ არაფრისგან ვაგებთ, რადგანაც შესაძლოა ჩვენც არაფრისგან მოვედით… და ჩვენი ცხოვრება კი 100%–თ ფერადოვანია”.

Comments

comments