ორიგინალური მიწისქვეშა ბარი კრიპტი ვენაში

ეს გახლავთ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში არსებული კოქტეილის ბარი კრიპტი, რომელიც მიწისქვეშ 12 მ–ის სიღრმეზეა განთავსებული და რომლის კეთილმოწყობაზეც იზრუნეს არქიტექტურული ფირმა Büro KLK–ს წევრებმა.

როდესაც ვენის 18–ე საუკუნის ერთ–ერთი ნაგებობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ იქნა ქვის კიბე, რომელიც 12 მ–ის სიღრმეზე ეშვებოდა და 250 კვ მ–ის ფართის მქონე სარდაფს უკავშირდებოდა. მას შემდგომ, რაც ისტორიულმა მკვლევარებმა ნაგებობა დაათვალიერეს, აღმოაჩინეს, რომ აქ 50–60–ანი წლების ვენის ჯაზური სანახაობანი იმართებოდა, რომელიც იმხანად აღორძინების ეტაპს გადიოდა.

ტერიტორიას, სადაც თავდაპირველი სახის კედლებია შენარჩუნებული, უჩვეულო განლაგება აქვს. ახლა უკვე ხის მასალის კიბე 7 მ–ის სიღრმეზე კიდევ ერთ დონეზე ჩადის, სადაც ქვის თაღები, არაერთი ნიშა, ფარული სტენდი და იდუმალი კორიდორებია.

ექსტრავაგუნტული ბარის ბეტონის იატაკი იტალიური მარმარილოს ფილებითაა დაფარული, სხვადასხვა ნიშებში კი სტუმართა სამასპინძლოდ არაერთგვაროვანი ატმოსფერო სუფევს, რომელთაგან ზოგი მათგანი ნაკლებად განათებულია და უზრუნველყოფილია მუქი შეფერილობის ფარდებითა და მუქი ტყავის მასალის ტახტებით. იქვეა ღია სივრცეები, სადაც ყავისფერი შეფერილობის კომფორტული ტახტები და სავარძლებია განლაგებული.

ზოგან კი დიზაინერებმა მოძრავი იატაკი შეიმუშავეს, რაც შესაძლებლობას იძლევა ლურჯი ტახტებით აღჭურვილი ზონა ნახევარი მეტრით დაბლა დაეშვას, რასაც ფარული განათებაც ერთვის თან.

Comments

comments