ორიგინალური საათი Greubel Forsey QP à Equation

საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანია Greubel Forsey–მ, რომელიც სახელგანთქმულია ინოცავიური დიზაინითა და მექანიკური შედევრებით, წარმოადგინა ახალი საათი Greubel Forsey QP à Equation.

25 ნაწილისგან შექმნილი სიახლე, რომელიც მუდმივი კალენდრითა აღჭურვილი იმგვარადაა დაპროგრამებული, რომ დროსთან დაკავშირებულ ყველა წვრილმანს აჩვენებს, იქნება ეს საათი, წელიწადის დრო, დღეღამტოლობა, ნაბუნიაობა, ნაკიანი წლები, თვეები, თარიღი თუ კვირის დღეები.

43.5 მმ კორპუსის მქონე Greubel Forsey QP à Equation–ი აღჭურვილია როდიუმის შეფერილობის ოქროს მასალის ციფერბლატით, 72–საათიანი სვლის რეჟიმის მარაგით ალიგატორი ტყავის მასალის შავი შეფრილობის სამაჯურით, რომელიც 18–კარატიანი თეთრი ოქროს მასალის შესაკრავით ბოლოვდება. ორიგინალური საათის ღირებულებაა 670 000 შვეიცარიული ფრანკი.

Comments

comments