ორიგინალური სასტუმრო დალიში

არქიტექტურულ–დიზაინერული სტუდია Yueji Architectural–ისა და ინტერიერის დიზაინერული ფირმა SIGNYAN DESIGNSIGNYAN DESIGN–ის წევრების კოლაბორაციის შედეგად, სულ ახლახანს განხორციელდა პროექტი – Pure House Boutique Hotel–ი, რომელიც ჩინეთის სამხრეთ–დასავლეთით არსებულ პროვინცია იუნანის ქალაქ დალიში მდებარე ორიგინალური სასტუმრო გახლავთ.

სასტუმროს ყველა ოთახიდან მომხიბვლელი ხედები იშლება. იქ შავი ბუხრით უზრუნველყოფილი სასტუმრო ოთახი და გემოვნებით მოწყობილი საძინებლებია. ძირითად საძინებელს კი არა მხოლოდ ხის პლატფორმაზე განთავსებული საწოლი კუთხე გამოარჩევს, არამედ იგი პერსონალური პატიოთიც გამოირჩევა. ნაგებობის ზედა სართულზე კეთილმოწყობილი სპეციალური ლაუნჯია, რომელსაც მართკუთხა ფორმის საცურაო აუზიც ერთვის. სასტუმროს ექსტერიერს კი მოსასვენებლად და გასართობად არსებული არაერთი სივრცე, ლაუნჯი, პატიო და ორიგინალური აუზი ამშვენებს.

Comments

comments