fbpx

ორიგინალური საცხოვრებელი კეიპტაუნში

არქიტექტურულ–დიზაინერული ფირმა „საოტა“–ს წევრების მიერ განხორციელებული პროექტები მუდამ დადებით ემოციებს იწვევენ და ბრწყინვალე შეფასებებს იმსახურებენ. ჰოდა, არც მათი ბოლო პროექტია გამონაკლისი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ კი კეიპტაუნში მდებარე თანამედროვე სტილის საცხოვრებელი გახლავთ.

საცხოვრებელი ამობრუნებული პირამიდის ფორმის სახურავის მქონეა, რომელიც ნაგებობის მთლიანი ზედა სივრცისთვის უზარმაზარი ფანჯრის როლს ითავსებს და საცხოვრებელს მზის სხივებითა და მთვარის შუქით უხვად უზრუნველყოფს.

სამდონიანი ნაგებობის ზედა სივრცე საცხოვრებლის ძირითად სოციალურ ზონებს მოიცავს, რომელთაგან სასტუმრო ოთახი გამოირჩევა, რომელიც მინის მასალის უზარმაზარი მოძრავი კედლებითაა უზრუნველყოფილი. სწორედ მათი მეშვეობითაა შესაძლებელი შიდა ინტერიერის შერწყმა უხვი მცენარეებით დეკორირებულ ბაღთან, ლაჟვარდოვან საცურაო აუზსა და ორიგინალურ ლაუნჯთან.

ნაგებობაში საცხოვრებელი დანიშნულების ყველა სახეობის კეთილმოწყობილი ოთახის გარდა, არის სივრცული ბიბლიოთეკა, სატრენაჟორო დარბაზი, სასადილოდ და გასართობად მიჩნეული ღია სივრცეები, ავტოფარეხი და მომსახურე პერსონალთათვის განკუთვნილი ცალკე ზონა.

Comments

comments