fbpx

ორიგინალური ხელსაბანი ‘Cone Invi’

გერმანიაში დაფუძნებულმა კომპანია – „WOODBASIN”-მა, რომელიც ხის მასალის უნიკალური ხელსაბანების დამზადებაზე ორიენტირდება, წარმოადგინა სერია ორიგინალური ხელსაბანისა – ‘Cone Invi’.

სიახლე დამზადებულია ტექტონის ხის მასალისგან და გულდასმით დამუშავებული და დაფერილია ბუნებრივი ზეთით, რაც ამ შესაშური წყალგამძლეობით აღიარებულ მასალას, დამატებით იცავს წყლისა და ნესტისგან.

ხეში ამოკვეთილი ნიჟარის გარდა, რომელიც შავი შეფერილობის ფოლადის მასალისგან დამზადებული, წყლის გასასვლელი მოწყობილობით ბოლოვდება, ხელსაბანს ასევე ამშვენებს, იმავე შეფერილობის ფოლადის ონკანი და ფოლადისავე სალტით უზრუნველყოფილი ჭრილი, რომელიც სუკულენტური მცენარეების ჩასადგმელადაა მიჩნეული, რაც ისედაც ორიგინალურ ხელსაბანს, კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს.

Comments

comments