პერსონალური ვერტმფრენი SureFly

კომპანია Workhorse–ი გეგმავს დააპროექტოს და წარმოადინოს პერსონალური ვერტმფრენი SureFly, რომელიც ვიზუალურად უფრო უპილოტო საფრენ აპარატს ჰგავს და არა ვერტმფრენს.

სიახლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება უსაფრთხო და კომფორტული ფრენა, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის ასევე ტვირთისთვისაც. იგი აღჭურვილი იქნება 8 ერთიმეორისგან დამოუკიდებელი VTOL–ის ტიპის ჰიბრიდული ძრავით, რომელთაგან თითოეული უზრუნველყოფილია საკუთარი ნახშირ–ბოჭკოვანი (დასაკეცი) პროპელერით.

ბენზინის ძრავს მოქმედებაში მოჰყავს გენერეტორის წყვილი, ხოლო განსაკუთრებული სიტუაციებისთვის კი ვერტმფრენი ასევე უზრუნველყოფილია სარეზერვო აკუმულაციური კვების სისტემითა და ბალისტიკური პარაშუტით. ჰიბრიდული დიზაინის მქონე საფრენი მოწყობილობა შეძლებს საათში 70 მილის დაფარვას და 4000 ფუტის სიმაღლეზე ფრენას.

Comments

comments