პიერო ბენზონის მხატვრულ–ისტორიული ჭადრაკი

სახელმოხვეჭილმა იტალიელმა მხატვარმა პიერო ბენზონიმ ჭადრაკის უნიკალური კოლექცია წარმოადგინა. ფუფუნების ჭადრაკის ფიგურები ხელნაკეთია, რისთვისაც ავტორმა ოქროსა და ვერცხლის ძვირადღირებული მასალა გამოიყენა.

გარდა ძვირადღირებული მასალისა, კოლექციის უნიკალურობა იმითაც აიხსნება, რომ ბენზონიმ ფიგურების შესაქმნელად ისტორიული თემატიკა შეარჩია, საცად ინგლისის დედოფლის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სამურაისა და სხვა ისტორიული სახეების ხილვაა შესაძლებელი.

მხატვრულ–ისტორიული ჭადრაკის ყოველ ფიგურაზე დატანილია ავტორისეული ხელწერა. გამომდინარე კოლექციის უნიკალურობიდან, კოლექციის ფასიც შესაბამისია. ნაკრები 8000 აშშ დოლარიდან – 20 000 აშშ დოლარამდე ღირს. ხოლო თუ საკუთარი კოლექციის შექმნა გსურთ, სადაც თავმოყრილი იქნება სხვადასხვა ავტორის მიერ შესრულებული ფიგურები, შესაძლებელია ბენზონის კოლექციის ფიგურების განცალკევებულად შეძენაც.

Comments

comments