fbpx

პორტო როტონდოს მდიდრული ვილა 32 მილიონ ევროდაა შეფასებული

სანაპირო ზოლის ვილა – “Grecale”, რომელიც იტალიის ავტონომიურ რეგიონში შემავალ, ხმელთაშუა ზღვის სიდიდით მეორე კუნძულ სარდინიას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ყურე – პორტო როტონდოში მდებარეობს, უძრავ ქონებათა გასაყიდ სიაშია შესული და მისი საფასური 32 მილიონ ევროს შეადგენს.

6 450 კვ მ–ზე განთავსებული ორდონიანი ვილა, რომლის მფლობელობაშიც კერძო ნავსაყუდელიც შედის, 905 კვ. მ საცხოვრებელი ფართის მქონეა, სადაც 13 საძინებელი, 15 სააბაზანო, საცხოვრებელი დანიშნულების ყველა სახეობის ოთახი და სასადილოდ, გასართობად თუ მომასვენებლად განკუთვნილი არაერთი კეთილმოწყობილი ტერასაა. უძრავი ქონება ასევე მოიცავს ულამაზესი მცენარეებით დეკორირებულ კერძო ბაღს, სტუმართათვის განკუთვნილ ცალკე მდგომ ნაგებობას, უზარმაზარ ლაჟვარდოვან საცურაო აუზსა და 6 ავტომობილზე გათვლილ ავტოფარეხს.

Comments

comments