fbpx

პუმას ახალი სპორტული ფეხსაცმელი Thunder Spectra

გერმანულმა მულტინაციონალურმა კომპანია პუმამ, რომელიც სპორტული ფეხსაცმლის, სამოსისა და აქსესუარების წარმოების მხრივ მსოფლიოში მესამე ადგილზე მოიაზრება, წარმოადგინა ახალი სპორტული ფეხსაცმელი – „Puma Thunder Spectra“.

გერმანელმა მწარმოებლებმა ტყავისა და ზამშის მასალის კომბინირებული სიახლე, ფერთა ახალი და უხვი გამით წარმოდგინეს, რომელთა შორისაც შესაძლებელია თეთრი, ღია რუხი, ვარდისფერი და ღია და მუქი იისფერი ტონების ხილვა. კომპანიას სპორტული ფეხსაცმლის გამოცემის ზუსტი თარიღი ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა დააანონსეს, რომ სიახლის ღირებულება 130 აშშ დოლარი იქნება.

Comments

comments