რობერტო კავალის სუპერიახტა Freedom

27 მ–ის სიგრძის მქონე სუპერიახტა Freedom–ი, რომლის კონსტრუირებაც ამჟამად იტალიის ქალაქ კარარაში არსებულ ფუფუნების იახტსაშენ Cerri Cantieri Navali–ში მიმდინარეობს, რობერტო კავალისთვისაა განკუთვნილი. სახელგანთქმული იტალიელი ფეშენ–დიზაინერი საკუთარი იახტით სარგებლობას 2018 წლის ზაფხულიდან შეძლებს.

სუპერიახტის ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინზე ტომასო სპადოლინი და თვით რობერტო კავალიც მუშაობს. როგორც ამბობენ, კავალის სუპერიახტა მაქსიმალურად იქნება უნიკალურობით გამორჩეული, სადაც გარდა სტუმართათვის განკუთვნილი ქვედა დონეზე არსებული 2 კაიუტისა, იქნება სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები, რომელთა შორისაც მოიაზრება სასადილო, მოსასვენებელი, გასარუჯი, გასართობი სივრცე და სხვა. აღსანიშნავია, რომ იახტაზე იქნება საწყალოსნო ტრანსპორტის არაერთი გასართობი საშუალებაც. სუპერიახტა Freedom–ის მაქსიმალური სიჩქარე 40 კვანძი იქნება.

Comments

comments