საბავშვო ფეხსაცმლის უჩვეულო მაღაზია Fly Pony

ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიხსნა საბავშო ფეხსაცმლის მაღაზია Fly Pony, რომელიც დიზაინერული ფირმა PRISM DESIGN–ის წევრებმა საოცრებათა სამყაროდ გარდაქმნეს.

მაღაზიის კეთილმოწყობისთვის დიზაინერები ორიენტირდნენ ერთ–ერთ სახალისო ისტორიაზე, რომლის არსიც, დიზინერებისავე მონათხრობით შემდეგში მდგომარეობს: „უხვად დასახლებულ ქალაქ შანხაიში, ხალხი დაუსრულებლად საუბრობს პატარა ქალაქის მკვიდრ ბიჭუნა ტიმზე, რომელიც ყოველ ღამით ერთიდაიმავე სიზმარს ხედავდა. ტიმი თავის სიზმარში სისტემატიურად სტუმრობდა საოცრებათა სამყაროს, ხოლო ყველა ფეხსაცმელი, რომელსაც იგი ატარებდა, ჯადოსნური ისტორიებით აღსასვე იყო. ბიჭუნას ერთ–ერთი სიმზრისეული მოგზაურობა კი მფრინავი პონის ძიებას უკავშირდებოდა. სწორედ ამ შთაგონებით შევარჩიეთ ფეხსაცმლის მაღაზიის სახელწოდება და ყოველმხრივ ვეცადეთ მისი ინტერიერი ჯადოსნურ სამყაროდ გვექცია.“

მაღაზიის თეთრ კედლებს დიზაინერებმა 8 სხვადასხვა შეფერილობა შეუხამეს, რათა ტიმის სიზმარი რეალობად ექციათ. საკიდებზე განთავსებული მქრქალი შეფერილობის, ხის მასალის თაროები, რომლებზეც ფეხსაცმელებია განლაგებული, იმგვარ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს ისინი ტივტივებენ.

მაღაზიის მომდევნო კედელი დიზაინერებმა კედელში ჩაშენებული “L”–ის ფორმის მეტალის მასალის თაროებით წარმოადგინეს, რომლებიც რბილი მასალით, ღია მწვანე შეფერილობის ხავერდითა და სხვადასხვა შეფერილობის ფუმფულა ბალიშებით უზრუნველყვეს. შედეგად კი ბავშვებისთვის განკუთვნილი შესანიშნავი დასაჯდომი და მოსასვენებელი სივრცეები მიიღეს.

თუმცა დიზაინერების ფანტაზია ამით არ დასრულებულა, მათ მაღაზიის ერთი სივრცე ტიმის სიზმრისეული სიმბოლოებით აღჭურვეს და შანხაის იმ აბსტრაქტულ ქუჩას დაამგვანეს, სადაც ბიჭუნა თითქოსდა რეალურად ცხოვრობს. მაღაზია ასევე უზრუნველყოფილია მაგნიტის ფერადი ბურთულებით, რომლის ხელის დაჭერისას ის კონკრეტული ზონა დაბნელებას ექვემდებარება, რაც დიზაინერების გათვლით, წარმოსახვით გაქრობასთანაა კავშირში.

Comments

comments