საიუბილეოდ შექმნილი მაჯის საათი URWERK UR-105 CT Streamliner

არაერთი საპატიო ჯილდოს მფლობელი საათების მწარმოებელი შვეიცარიული კომპანია URWERK–ი, დაფუძნებიდან 20 წლისთავს აღნიშნავს. სწორედ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ბრენდმა ახალი უნიკალური პროდუქტი შექმნა, სახელწოდებით URWERK UR-105 CT Streamliner.

სიახლეს ბრენდის ემბლემატური მოდელების მსგავსად კვლავაც იგივე რთული მექანიზმი UR-105 გააჩნია, თუმცა ვიზუალურად იგი მომხიბვლელ Targa–ს ჩამოჰგავს. მაჯის საათს ტიტანის მასალის დამატებითი დამცავი სარქველი აქვს, რომლის ახდაც ღილაკზე თითის დაჭერით მარტივადაა შესაძლებელი. სიახლე ხელმისაწვდომი იქნება ორ ვერსიად, ან მთლიანად რუხი შეფერილობის ტიტანის მასალითა და ფოლადისფერი ბზინავი ზედაპირით, ან ტიტანისა და PVD–ს შავად დაფერილი მეტალით.

ორივე მოდელის კორპუსი ერთი და იმავე ზომისაა – 39.5 მმ x 53 მმ. მათი მექანიზმი შემუშავებულ იქნა სპეციალურ ფოტოლითოგრაფიულ პროცესთა გამოყენებით, რაც მათ წონას 10 გრამით ამცირებს. საათის ციფერბლატი დაფარულია საფირონის კრისტალითა და დამცავი სარქველით. იგი უზრუნველყოფილია წყვილტურბინიანი თვითმართვადი სისტემითა და სვლის 48 სთ–იანი სარეზერვი დროით. რაც შეეხება მის საფასურს, თითოეული მოდელი 65,000 შვეიცარიულ ფრანკადაა (დაახლოებით $68,000) შეფასებული.

Comments

comments