საიუველირო ნაკეთობათა კოლექცია Le Secret

საათებისა და საიუველირო ნაწარმის მწარმოებელმა სახელგანთქმულმა ფრანგულმა კომპანია – Van Cleef & Arpels–მა წარმოადგინა საიუველირო მორთულობათა ახალი კოლექცია „Le Secret“, რის შესაქმნელადაც ძვირადღირებული მეტალის მასალა, ძვირფასი ქვები და რაღა თქმა უნდა დახელოვნებულ დიზაინერთა ასობით საათი თავდაუზოგავი მუშაობა დასჭირდა.

ექსტრაორდინარული კოლექცია საიუველირო ნაკეთობათა დაახლოებით 100 ნაირსახეობას მოიცავს, რომლებიც სილამაზის და ფუფუნების სიმბოლოდ მოიაზრება. კოლექცია Le Secret ბუნების საოცრებათა თემატიკაზე შეიქმნა. იგი ძვირფასეულობის იდუმალ ბაღს გვაგონებს, სადაც ეგზოტიკური ხეები იზრდება, სხვადასხვა შეფერილობის ყვავილი ხარობს, ფრინველები გალობენ და პეპლები ფარფატებენ. დედა–ბუნება ხომ ყველაზე ნიჭიერი დიზაინერია!

Comments

comments