fbpx

საკრამენტოს კერძო საკუთრება 1.7 მილიონი აშშ დოლარი ღირს

შთამბეჭდავი კერძო საკუთრება, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში, 72 აკრზეა განთავსებული, უძრავ ქონებათა გასაყიდ სიას შეემატა და მისი შეძენა 1.7 მილიონ აშშ დოლარადაა შესაძლებელი.

მწვანით მოსილ გარემოში განთავსებული ნაგებობა, რომლის საცხოვრებელი ფართიც 4741 კვ ფუტს შეადგენს, მოიცავს სივრცულსა და ანტიკვარული ავეჯით უზრუნველყოფილ ოთახებს, რომელთა შორისაცაა: ჰოლი, სასტუმრო და სასადილო ოთახები, კაბინეტი, პერსონალური სააბაზანოების მქონე 5 საძინებელი, გასართობი ოთახი, ბარი და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო.

ინტერიერის დიზაინში უხვადაა გამოყენებული ძვირადღირებული ხის, მარმარილოსა და გრანიტის მასალა, რომელიც ისედაც მდიდრულ ატმოსფეროს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს. იქ შესაძლოა მარმარილოს მასალით მოპირკეთებული ელეგანტური ბუხრების, ძველებური ხალიჩების, ანტიკვარული გასანათებელი საშუალებების, სპეც-შეკვეთით დამზადებული ავეჯისა და დეკორის ორიგინალური ელემენტების ხილვა.

საკრამენტოს პრესტიჟულ რეგიონ – „Arden Oaks“-ში განთავსებული საცხოვრებელი ასევე მოიცავს ხეხილის ბაღს და დეკორატიული, თუ ხე-მცენარეებით უზრუნველყოფილ, უზადოდ მოვლილ ეზოს, სადაც სხვადასხვა დანიშნულების მქონე არაერთ კეთილმოწყობილ სივრცესთან ერთად, სტუმრთათვის განკუთვნილი ცალკე ნაგებობა და ორიგინალური საცურაო აუზიც გახლავთ.

Comments

comments