სალვატორე ფერაგამოს ხელჩანთების ახალი კოლექცია

იტალიურმა კომპანია სალვატორე ფერეგამომ, რომელიც ფეხსაცმელებზე, ტყავის მასალის აქსესუარებსა და ტანსაცმელზე სპეციალიზირდება, საშობაოდ წარმოადგინა ხელჩანთების ახალი კოლექცია Vara Rainbow, რომელთაგან თითოეულის საფასური 1390 აშშ დოლარს შეადგენს.

ელეგანტური ხელჩანთები, რომლებიც შავი, წითელი ვარდისფერი, ჟოლოსფერი და ღია რუხი შეფერილობისაა, დამზადულია ხბოს ტყავის მასალისგან.

კომპაქტური და იმავდროულად პრაქტიკული ხელჩანთები უზრუნველყოფილია არაერთი განყოფილებით, სადაც შესძლებელია: თანხის, საკრედიტო ბარათების, მობილური ტელეფონისა და სხვა პირადი ნივთების განთავსება. მომხიბვლელ ჩანთებს, რომლებზეც Vara Bow–ს საფირმო ორნამენტია დატანილი, ჯაჭვის რეგულირებადი სახელურიც გააჩნია.

საშობაოდ შექმნილი ხელჩანთების თითოეული ეგზემპლარი 1390 აშშ დოლარი ღირს.

Comments

comments