fbpx

სანაპირო ზოლის ვილა სიდნეიში

არქიტექტურულ–დიზაინერული სტუდია „MCK Architecture & Interiors“–ის წევრებმა განახორციელეს პროექტი, რომელიც სიდნეის სამხრეთით მდებარე სანაპირო ზოლის, თანამედროვე ტიპის ვილა, სახელწოდებით „Sunrise“–ი გახლავთ.

მწვანით მოსილ გარემოში არსებული საცხოვრებელი, საიდანაც წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლის ულამაზესი ლანდშაფტი იშლება, ყოველმხრივ კეთილმოწყობილია. ექსტერიერი უზრუნველყოფილია: რუდუნებით მოვლილი ბაღით, საცურაო აუზით, ლაუნჯითა და ბარით და არაერთი ღია და ნახევრადღია ტერასით, რომელთაც გასარუჯი, გასართობი, სასადილო, თუ მოსასვენებელი დანიშნულებები აქვთ.

Comments

comments