სანაპირო ზოლის მდიდრული ვილა – Paradiso Perduto

სან ხოსე დელ კაბოდან 5 წთ–ის სავალზე განთავსებული მდიდრული ვილა – Paradiso Perduto, საიდანაც კორტესის ზღვის ლაჟვარდოვანი სივრცე და თეთრი სანაპირო ზოლის მომაჯადოებელი ლანდშაფტი იშლება, ამჯერად უძრავ ქონებათა გასაყიდ სიაშია და მისი საფასური 12.9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

11800 კვ. მილზე განთავსებული ფუფუნების საცხოვრებელი უზრუნველყოფილია 9 საძინებლით, 9 სააბაზანოთი და საცხოვრებლად მიჩნეული ყველა სხვა ტიპის ოთახით, სადაც ტრავერტინის ფილებით მოპირკეთებული იატაკები, მარმარილოს მასალის ბუხრები და ძვირადღირებული ხის მასალის ავეჯი, საცხოვრბელს ჭეშმარიტად მეფურ ატმოსფეროს უქმნის.

ზღვის დონიდან 54 მ–ის სიმაღლეზე არსებული კერძო საკუთრება, რომელიც კორტესის ზღვის (კორტესის ზღვა – ცნობილია ასევე, როგორც კალიფორნიის ყურე, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. იგი გამოყოფს კალიფორნიის ნახევარკუნძულს მექსიკის კონტინენტური ნაწილისაგან.) სანაპირო ზოლის ფერდობზეა განთავსებული, თაღებით აღჭურვილი სხვადასხვა დანიშნულების მქონე კეთილმოწყობილი ტერასებითაა უზრუნველყოფილი. იგი ასევე მოიცავს: ტერიტორიაზე არსებულ, 18 სტუმარზე გათვლილ, ლუქსის ტიპის რამდენიმე ცალკეულ ნაგებობას, რომელთაც შემოგარენში არსებული ულამაზესი პერსონალური პატიოები ამშვენებს.

საცხოვრებლის ტერიტორიის ექსტერიერის ნაწილს ასევე შეადგენს: ჩოგბურთისა და გოლფის სათამაშო მოედნები; გასართობად მოწყობილი, სცენით უზრუნველყოფილი სპეციალური ბაღი, რომელიც 200 ადამიანზეა გათვლილი; ორთქლის საუნა; გარე–საშხაპეები; სატრენაჟორო დარბაზი; მანუალური თერაპიისა და ჰიდრომასაჟისთვის განკუთვნილი ცალკე ნაგებობა და კერძო საკუთრებაში არსებული ნავსაყუდელი, სადაც მეგაიახტების მფლობელთ არა მხოლოდ დოკირებას, არამედ კონსიერჟის სრულ სერვისს შესთავაზებენ.

Comments

comments