სანაპირო ზოლის ფუფუნების ვილა მექსიკაში

არქიტექტურული ფირმა Ezequiel Farca + Cristina Grappin–ის წევრებმა განახორციელეს პროექტი, რომელიც მექსიკაში, კერძოდ კი პუერტო ვალარტაში მდებარე ფუფუნების ვილა გახლავთ. სანაპირო ზოლის თანამედროვე ვილა, სადაც კომფორტული ყოფის შესაბამისი უამრავი მულტი–ფუნქციონალური სივრცეა, უზრუნველყოფილია უხვი მცენარეული საფარის მქონე სახურავით.

მინის უზარმაზარი სრიალა ვიტრაჟებით აღჭურვილ ვილას, რომელთა გახსნა–დახურვაც სურვილისამებრაა შესაძლებელი, ასევე გააჩნია: სხვადასხვა დანიშნულების მქონე კეთილმოწყობილი ტერასები, საცურაო აუზი, ლაუნჯი, ორიგინალური ბუხრით უზრუნველყოფილი გარე სასადილო სივრცე, პატიო, ღია ბარი და სხვა ბევრი საინტერესო რამ.

Comments

comments