სებ ჯანიაკის უჩვეულო ყვავილები

მომხიბვლელი ყვავილების სერია, რომლის სახელწოდებაცაა „მიმესის“–ი, პარიზში დაფუძნებული ფოტოგრაფის სებ ჯანიაკის მიერ განხორციელებული ფოტოპროექტია. ორიგინალური სერიის შესაქმნელად ავტორმა სხვადასხვა სახეობის პეპლების ფრთები გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ფოტოსერია შანხაის ფოტოკონკურსის გამარჯვებული და IPA Lucy–ს ჯილდოს მფლობელიცაა.

ამგვარი შთამბეჭდავი შედეგის მიღება ფოტოგრაფისთვის საკმაოდ შრომატევადი გახლდათ. ავტორი თავდაპირველად ანტიკვარულსა და ტაქსიდერმისტულ მაღაზიებში მოიპოვებდა პეპლის ფრთების ნიმუშებს, რომელთაც მაღალი გარჩევადობის ფოტოებს უღებდა, შემდგომ კი ციფრულად დამუშავებულ ნაწილებს ისე განალაგებდა ერთად, რომ ყვავილის ფორმა ჰქონოდათ. მხოლოდ ყოველივე ამის შემდგომ კი, იგი დაახლოებით 6 კვ. ფუტის ზომის ქრომოგენულ პრინტებს ბეჭდავდა.

Comments

comments