სეიშელების ულამაზესი კურორტი სავოი

სეიშელის კუნძულების ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ სანაპირო ზოლზე „ბო–ვალო“, განთავსებულია ხუთვარსკვლავიანი კურორტული ზონა სახელწოდებით „სავოი“. ინდოეთის ოკეანის ულამაზეს ლანდშაფტში გაშენებული კურორტის დამსვენებელთ შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ: თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ნომრებით, ღია საცურაო აუზით, 2 რესტორნითა და ბარით, ექსკლუზიური სპა–ცენტრით, ბიბლიოთეკით, საბავშვო კლუბითა და ბევრი სხვა რამით, რაც მათ დასვენებას ჭეშმარიტად დაუვიწყარს გახდის.

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ არჩევანი გააკეთონ თანამედროვედ აღჭურვილსა და გაფორმებულ 160 სასტუმრო–ნომრიდან, რომელთა შორისაცაა ე.წ. ლუქსის–ტიპის საცხოვრებლებიც.

თითოეული მათგანი გამოირჩევა ექსკლუზიური დეკორით, უზრუნველყოფილია ე.წ. „სამეფო ზომის“ საწოლებით, მარმარილოს მასალით მოპირკეთებული სააბაზანო ოთახებით, მინი–ბარებით, უფასო Wi-Fi–თა და ცალკეული აივნებით. თუ დამსვენებელი არჩევანს „Junior“–სა ან „Executive“–ზე შეაჩერებს, მაშინ იგი დამატებით 24–საათიან პერსონალიზირებულ მომსახურეობასაც მიიღებს.

რესტორან „პერსადო“–სა და „გრანდ სავოი“–ში კი გურმანებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც ადგილობრივი, ასევე იტალიური, ინდური და ახლო–აღმოსავლური სამზარეულოს უგემრიელესი კერძები. ბარი „გეკო“ კი დამსვენებელთ სანაპირო ზოლზევე შესთავაზებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექსკლუზიურ სასმელებსა და კოქტეილებს.

კურორტის სპა–ცენტრი სტუმრებს მასაჟის უამრავი ნაირსახეობითა და კოსმეტიკური პროცედურებით უზრუნველყოფს. იქვეა მოზრდილთათვის განკუთვნილი საცურაო აუზი, იოგას პავილიონი და 2 საუნა, ხოლო რაც შეეხებათ ბავშვებს, მათ შესაძლებლობა ექნებათ საბავშვო კლობ „სავოი“–ში დრო დაუვიწყარად გაატარონ. აქტიური სპორტული ცხოვრების მოყვარულთათვის კურორტის მესვეურებმა ჩოგბურთის შთამბეჭდავი კორტი და ფიტნეს–ცენტრიც არ დაივიწყეს, სადაც სტუმრებს დახელოვნებული ინსტრუქტორები მოემსახურებიან. დასვენების ორგანიზებაში ასევე შედის სეიშელის კუნძულთა შესწავლა–დათვალიერება, ბოტანიკური ბაღის მონახულება და კიდევ ბევრი საინტერესო რამ.

Comments

comments