სპა–ცენტრი ჩვილებისთვის

ავსტრალიის ქალაქ პერტში არაორდინარული სპა–სალონი გაიხსნა, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვილებისთვისაა განკუთვნილი! სპა–ცენტრი თავიანთ პატარა სტუმრებს, რომელთა ასაკიც 2 დღიდან 6 თვემდეა განსაზღვრული, ჰიდროთერაპიითა და მასაჟით უზრუნველყოფს.

ჰიდროთერაპია ჩვილთა რელაქსაციაზეა გათვლილი, რისთვისაც დახელოვნებული სპეციალისტები მათ ჰიდროთერაპიისთვის განკუთვნილ აუზში, სპეციალური დიზაინის მქონე მოწყობილობით ანთავსებენ, რომლის სახეწოდებაცაა BUBBY. სრული რელაქსაციისთვის, კი წყლის პროცედურის შემდგომ ჩვილებს თბილ პირსახოცებში ფუთავენ, რათა შემდგომ ყურძნის წიპწის ზეთის მასაჟითაც უზრუნველყონ. სპა–ცენტრი ჩვილების მშობლებს სთავაზობენ 3, 5 და 10–სეანსიან პაკეტებს. აღსანიშნავია, რომ სპა–სალონს უკვე 3500–მდე ჩვილი ეწვია.

Comments

comments