fbpx

სპორტული ფეხსაცმლის ახალი კოლექცია David Bowie x Vans

დღეს, 5 აპრილს, შედგება ოფიციალური წარდგენა სპორტული ფეხსაცმლის ახალი კოლექციისა – „David Bowie x Vans“, რომელიც სპორტული ფეხსაცმლის წარმოებაზე ორიენტირებული, სახელგანთქმული ამერიკული კომპანია – „Vans“-ის მიერ შექმნილი პროდუქცია გახლავთ.

მას შემდეგ, რაც როკით შთაგონებულმა – „Vans“ -მა, ამა წლის თებერვლის თვეში წარმოადგინა – „Led Zeppelin“-თან განხორციელებული კოლაბორაციის შედეგად შექმნილი კოლექცია, ამერიკული კომპანია კვლავაც განაგრძობს მუსიკალური მიმდინარეობის თემატიკას. „Vans“ -ის მიერ ამჯერად წარმოდგენილი ახალი კოლექცია, ლეგენდარული ინგლისელი მომღერლის, David Bowie-ს შთაგონებითაა გაჯერებული.

სპორტული ფეხსაცმლის კოლექცია „David Bowie x Vans“-ი მოიცავს 8 მოდელს, რომელთაგან 6 მამაკაცთათვის, ხოლო 2 ბავშვებისათვის განკუთვნილი მოდელია. ლაქის, ტყავის, ბეწვისა და ქსოვილის მასალისგან შექმნილ კოლექციაში, სადაც კუბოკრული, კოპლებიანი, თუ ვარსკვლავებიანი პრინტებია გამოყენებული, შედის იმგვარი მოდელები, როგორიცაა: „Vans Old Skool“, „Vans Era“, „Vans SK8-Hi“, „Vans Sk8-Hi Platform“, „Vans Slip-On 47 V DX“ და „Vans Slip-On Classic“-ი.

კოლექციაში შემავალი ნიმუშების ფასი 65-დან 80 აშშ დოლარამდე მოიაზრება. „David Bowie x Vans“-ის მოდელების შეძენა უკვე ხვალიდან იქნება შესაძლებელი „Vans“-ისა და ინტერნეტქსელის მაღაზიათა მეშვეობით.

Comments

comments