სუპერიახტა E98 “Do It Now”

ამ უჩვეულო სახელწოდების სუპერიახტის ავტორები გემთსაშენი კომპანია Horizon Yachts–ის წევრები არიან, რომელთაც იგი ამერიკელი კლიენტისთვის შექმნეს.

უმაღლესი ხარისხის მასალა, რომლისგან 30.33 მ–ის სიგრძის ხომალდია დამზადებული, მას სიმსუბუქესა და სტაბილურობას სძენს, რაც იახტის მეჩხერ წყლებში იოლად გამავლობას უზრუნველყოფს.

5 ადამიანზე გათვლილი კომფორტული სალონი უზრუნველყოფილია თანამედროვე კაიუტებით, ბარით, გასარუჯად გათვლილი სივრცით და დიდი სამზარეულოთი, რომელიც კაკლის ხის მასალისგანაა დამზადებული.

სუპერიახტა E98 “Do It Now” აღჭურვილია ორი CAT C32–ის ტიპის ძრავით, რომელთაგან თითოეული 1900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სწორედ ეს აძლევს ხომალდს შესაძლებლობას განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე 22,5 კვანძი, თუმცა მისი საკრუიზო სიჩქარე 19 კვანძია. საწვავის ავზის მოცულობა კი 17000 ლიტრზე ოდნავ მეტია, რაც იახტით ხანგრძლივი და კომფორტული გადაადგილების გარანტია.

Comments

comments