fbpx

სუპერიახტა Evrima-ს 2021 წლის შთამბეჭდავი საკრუიზო მარშრუტები

ლუქსის კლასის სასტუმროთა საერთაშორისო ქსელის მფლობელი ამერიკული კომპანია – „Ritz-Carlton“-ის წევრებმა, 2021 წლის საკრუიზო მარშრუტები დააანონსეს, რომელიც – „Ritz-Carlton Yacht“-ში შემავალი კოლექციის 3 სუპერიახტიდან ერთ-ერთის – „Evrima“-ს მეშვეობით განხორციელდება.

კურატორულ მარშრუტთა სიაში შედის მსოფლიო მასშტაბის 50 ეგზოტიკური ადგილი, რომელთა შორისაცაა: კარიბის ზღვის, საბერძნეთისა და ბრიტანეთის კუნძულები, ასევე ბარბადოსი, პუერტო რიკო, არუბა, კანადის აღმოსავლეთი ნაწილი და სხვა.

ელეგანტური კაიუტებით და თანამედროე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ულტრა-მდიდრული სუპერიახტა – „Evrima“, რომელიც 7-დღიანი კრუიზის დროს სტუმრებს უზადო მომსახურეობას შესთავაზებს, უზრუნველყოფილია სასადილოდ, გასართობად, მოსასვენებლად თუ გასარუჯად მიჩნეული არაერთი სივრცით, ასევე კინოთეატრით, სპა-სალონით, ჯაკუზებითა და საცურაო აუზით.

მდიდრული სუპერიახტა ასევე მოიცავს საფირმო რესტორნებს, რომელთა შორისაცაა მიშლენის კლასის რესტორანი – „S.E.A.“, რომლის სახელგანთქმული შეფ-მზრეულია – სტივ ელვერფელდი.

7-დღიანი კრუიზის საფასური დამოკიდებული იქნება მარშრუტსა და წელიწადის დროზე.

Comments

comments