სუპერიახტა Progetto Bolide–ს ინოვაციური კონცეპტი

იტალიური გემთსაშენი კომპანია Tankoa Yachts–ისა და რომში დაფუძნებული დიზაინერული კომპანია Exclusiva Design–ის კოლაბორაციის შედეგად, წარმოდგენილ იქნა 72 მეტრის სიგრძის მქონე ფუტურისტული სუპერიახტის კონცეპტი, სახელწოდებით – Progetto Bolide.

მომხიბვლელ სუპერიახტაზე 2 კეთილმოწყობილი გემბანი, თანამედროვე დიზაინის მქონე ავეჯით უზრუნველყოფილი მდიდრული კაიუტები, სატრენაჟორო დარბაზი, სპა–სალონი, საცურაო აუზი, ჯაკუზი, ბარი და მოსასვენებლად თუ გასართობად მიჩნეული სხვადასხვა სივრცეებია.

ინოვაციური სუპერიახტა უზრუნველყოფილია მაღალტექნოლოგიური ღვინის სარდაფით, რომელსაც საკუთარი ინტეგრირებული wi-fi–ს სისტემა აქვს, რაც სტუმრებისთვის შესაძლებელს ხდის უპრობლემოდ მოიძიონ მათთვის სასურველი ესა თუ ის ღვინის ბოთლი. საწყალოსნო სპორტის მოყვარულ სტუმრებს კი შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ 7 მ–ის სიგრძის მქონე ორი კატერით.

კონცეპტი Progetto Bolide, რომელიც 600 კვ.მ ექსტერიერისა და 900 კვ. მ ინტერიერის სივრცის მქონეა, აღჭურვილია CAT–ის ტიპის წყვილი ძრავით, რაც მას შესაძლებლობას აძლევს განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე 18 კვანძის, ხოლო საკრუიზო კი 12.5 კვანძის ოდენობით.

Comments

comments