სწრაფმავალი მოტოციკლი Bike 1090–ის კონცეპტი

შვედურმა კომპანია – Koenigsegg–მა, რომელიც სპორტული კლასის ექსკლუზიური ავტომობილების წარმოებითაა სახელგანთქმული, ამჯერად ნაცვლად ავტომობილისა, მოტოციკლ – „Bike 1090“–ის კონცეპტი წარმოადგინა.

3D–პროგრამით შემუშავებული მომხიბვლელი სიახლის დიზაინერია მაქსიმ ბუროვი. ორი შეფერილობის მქონე ნახშირბოჭკოვანი კომპოზიტისგან შექმნილი – “Bike 1090” მსუბუქი და მოხერხებული სავარძლით გამოირჩევა. იგი უზრუნველყოფილია “Goodyear”–ის სარბოლო ტიპის საბურავებით, რაც იმის მაუწყებელია, რომ მოტოციკლს შესაძლებლობა ექნება საკმაოდ მაღალი სიჩქარე განავითაროს. სამწუხაროდ კონცეპტის ტექნიკურ მონაცემთა შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა კონცეპტით მოხიბლული მოტომოყვარულნი იმედს არ კარგავენ, რომ შვედი მწარმოებლები მისი სერიული წარმოების ინტერესს გამოიჩენენ.

Comments

comments