ტალია სარის ორიგინალური საუველირო ნაკეთობანი

საიუველირო ფირმა ტალია სარის სამრეწველო დიზაინერმა და იუველირმა ტალიამ, წარმოადგინა საიუველირო ნაკეთობათა ორიგინალური სერია, სადაც ქალაქის რუკით შთაგონებული იმგვარი ნიმუშებია, როგორებიცაა: ყელსაბამები, ბეჭდები და გულსაბნევები.

ტალიამ კონკრეტული ქალაქის საიუველირო ნაკეთობაზე ასასახად, ონლაინის კარტოგრაფიული რუკები გამოიყენა, რაშიც მას დახმარება მისმა პროგრამისტმა მეუღლემ გაუწია. ორიგინალურ კოლექციაში შემავალი ოქროსა თუ ვერცხლის მასალის თითოეული ნიმუში შექმნილია კონკრეტული ქალაქის პერსონალიზირებული რეგიონის ნაკეთობაზე დატანის გათვლით, რაც დიზაინერისავე განმარტებით, ნაკეთობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, ხოლო მომხმარებელს კი არჩევანის წინაშე აყენებს, რომ მისთვის საყვარელი ამა თუ იმ ქალაქის ამსხველი საიუველირო ნაკეთობა მოხდენილად ატაროს.

Comments

comments