fbpx

ტიაგო ბიანჩინის ორმაგი ექსპოზიციები

თქვენს წინაშე წარმოდგებილი ორმაგი ექსპოზიციების მქონე ილუსტრაციების სერია, სახელწოდებით „ცხოველთა სამეფო“, ბრაზილიელ გრაფიკოს-დიზაინერსა და ილუსტრატორს, ტიაგო ბიანჩინის ეკუთვნის. ფლორისა და ფაუნის დაცვით შთაგონებული ავტორი, რომლის მიერ შესრულებული თითოეული გამოსახულების მიღმა, კიდევ ერთი გამოსახულებაც იკითხება, საკუთარ შედევრებს მელნის მეშვეობით განხორციელებული, წერტილოვანი ტექნიკით ასრულებს, რომელსაც სტიპლინგი ეწოდება. ამგვარი ტექნიკა, კი ავტორისაგან დიდ სიზუსტესა და მოთმინებას მოითხოვს, რამდენადაც თითოეული დეტალი დაახლოებით ოთხსაათიან შრომას მოითხოვს, თუმცა საბოლოო რეზულტატი მართლაც შთამბეჭდავია.

Comments

comments