ტოსკანას სანაპირო ზოლის რეზიდენცია €15 მილიონი ღირს

ულამაზეს მცენერეულ საფარში განთავსებული რეზიდენცია, რომლის სახელწოდებაცაა Pineta di Roccamare, ცენტრალური იტალიის რეგიონ ტოსკანაში მდებარეობს. უძრავი ქონება ამჟამად გასაყიდია და 15 მილიონ ევროდ (ან დაახლოებით 17.5 აშშ დოლარად) არის შეაფასებული.

მომხიბვლელი ვილა ორდონიანია და მისი საცხოვრებელი ფართი 500 კვ. მ–ს შეადგენს. ვილა 6 უნიკალური საძინებლითა და 4 სააბაზანო ოთახითაა უზრუნველყოფილი. იქ ასევეა: უზარმაზარი ჰოლი, მისაღები ოთახი, სასადილო ოთახი ბუხრით, შიდა და გარე სამზარეულოები, სატრენაჟორო დარბაზი, კეთილმოწყობილი ტერასები, მცენარეული საფარით უხვად მოსილი ულამაზესი ბაღი, შთამბეჭდავი საცურაო აუზი, ბარბექიუსა და გასართობად მიჩნეული სივრცეები და ასევე განცალკევებით მდგომი ნაგებობა, რომელიც მომსახურე პერსონალისთვისაა განკუთვნილი.

Comments

comments