უახლესი სატუმრო Casa Cook საბერძნეთის კუნძულ კოსზე

ტურისტულმა კომპანია Thomas Cook–მა სულ ახლახანს დაასრულა ორიგინალური სასტუმრო Casa Cook–ის კეთილმოწყობა, რომელიც ეგეოსის ზღვის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, საბერძნეთის კუნძულ კოსზე, კერძოდ კი კუნძულის დედაქალაქ კოსში მდებარეობს.

ისტორულ ქალაქში განთავსებული 100–ნომრიანი სასტუმრო უზრუნველყოფილია 5 სახეობის კეთიმოწყობილი საცხოვრებლით, რომლებიც მოიცავენ როგორც 2–ადგილიან ნომრებს, ასევე ცალკეულ ვილებს, რომელთაც საკუთარი ბაღები და საცურაო აუზები გააჩნიათ.

დამსვენებელთ შესაძლებლობა ექნებათ ისრგებლონ სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული სანაპირო ზოლის კლუბით, რესტორნით, ბარით, ბიბლიოთეკით, ლაჟვარდოვანი აუზითა და ასევე გასართობად და მომსასვენებლად განკუთვნილი სხვადასხვა სივრცეებით.

სასტუმროს კეთილმოწყობა განხორციელდა: კომპანია Thomas Cook–ის კრეატიული დირექტორის Remo Masala–ს, დიზაინერული სააგენტო Lambs and Lions–ის დიზაინერ Michael Schickinger–ის, გერმანიაში დაფუძნებულ ინტერიერის დიზაინერ Annabell Kutucu–სა და ადგილობრივი არქიტექტურული ფირმა ARC–ის კოლაბორაციის შედეგად.

Comments

comments