უენი გენგის ილუსტრაციები

იაპონიაში დაბადებული და ჩინეთში გაზრდილი ილუსტატორი უენი გენგი, ამჟამად ნიუიორკშია დაფუძნებული, სადაც იგი წარმატებით მოღვაწეობს.

ავტორისეული სიურეალისტური ილუსტრაციები ქუჩის თანამედროვე მხატვრობისა და აზიური ხელოვნების ნაზავია. როგორც ავტორი განმარტავს, თითოეული ნამუშევრის მიღმა იკითხება გზავნილი – „მთელი არსი წვრილმანებშია“. უენის ნამუშევრები, სადაც ზღაპრულ ლანშაფტებში არსებული პერსონაჟებია ასახული, ძირითადად მელნისა და კალმის მეშვეობითაა შესრულებული.

Comments

comments