fbpx

ულტრა-იშვიათი ავტომობილი პაგანი იმოლა 5.4 მილიონი აშშ დოლარი ღირს

სპორტული ავტომობილებისა და ნახშირ-ბოჭკოვანი კომპონენტების წარმოებაზე ორიენტირებულმა იტალიურმა კომპანია – „პაგანი“-ს წევრებმა, სულ ახლახანს წარმოადგინეს ძალზედ იშვიათი და იმავდროულად საკმაოდ ძვირადღირებული ჰიპერ-ავტომობილი – „პაგანი იმოლა“ (Pagani Imola). გენიალური იტალიელი მწარმოებლებლები სიახლეს ლიმიტირებული ოდენობით, სულ ხუთ ეგზემპლარად აწარმოებენ, რომელთაგან თითოეულის ფასი – 5.4 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

სიახლემ, რომელსაც მწარმოებლებმა სახელწოდება – „იმოლა“, იტალიის ჩრდილოეთით მდებარე უდიდეს ქალაქ ბოლონიაში არსებულ სარბოლო ტრასა – „იმოლა“-ს ( სხვაგვარად – Autodromo Enzo e Dino Ferrari) მიხედვით მიანიჭეს, წარმატებით გადალახა ყველაზე მკაცრი ფორმის მოთხოვნებს დაქვემდებარებული ტესტირება და მაქსიმალური სიჩქარის გამოყენებით 16 000 კმ-ი დაფარა, რაც ლე-მანის 24 სთ-იან რბოლას სამგზის უტოლდება.

ახალი ავტომობილი უზრუნველყოფილია დახვეწილი აეროდინამიკური სისტემით, რითაც მწარმოებლებმა თავდაპირველად – „პაგანი ჰუაირა“ წარმოადგინეს.

სიახლე აღჭურვილია: 6-ლიტრაჟიანი – Mercedes-AMG V12-ტიპის ტურბოძრავით, რომელიც მას 827 ცხ.ძალითა (107-ით ცხ. ძალით მეტი, ვიდრე 2015 წლის – „ჰუაირა“), 811 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტითა და 385 კმ/სთ-ის ოდენობის მაქსიმალური სიჩქარით უზრუნველყოფს; სიჩქარეეების გადაცემათა ე.წ. – „Xtrac“-ის 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფით; „პაგანი“-ს მიერ შემუშავებული, უახლესი გეომეტრიული საკიდარით, რომელიც სხვა მარკის მოდელების საკიდარებისგან განსხვავებით, ორიენტირებულია დამუხრუჭების პიკირების შემცირებაზე; „პაგანი“-ს „ბრემბო“-სთან კოლაბორაციის საფუძველზე შემუშავებული, როტორისა და 6 დგუშის კომპლექტაციის მქონე ინოვაციური სამუხრუჭე სისტემით, რომელთაგან წინა ოთხი დგუში – 15.7-ს, ხოლო უკანა ორი კი – 15.0 დუიმს წარმოადგენს და ორიეტირებულია გამაგრილებელი სისტემის ოპტიმიზირებაზე; ასევე – „პირელი“-ს მიერ წარმოებული საბურავებით – „Trofeo R“-ი, რომელთაგან წინა ორი – 20 დუიმიანია, ხოლო უკანა წყვილი კი – 21 დუიმიანი.

რაც შეეხება ამ ჰიპერ-ავტოს საღებავს, მწარმოებლებმა ღებვის უახლესი სისტემა – „Acquarello Light“-ი გამოიყენეს, რომელიც ფერის სიღრმესა და ელვარებას უცვეთელს ხდის, თუმცა გარდა ვიზუალური ხიბლისა, მათ ავტომობილის წონა 5 კგ-ით კიდევ უფრო შეამცირეს (ავტომობილის მშრალი წონა 1246 კგ-ს შეადგენს).

ეჭვგარეშეა, რომ „პაგანი“-ს მიერ წარმოებულ ავტომობილთაგან, „იმოლა“ ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილია, თუმცა იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება, რასაც არა მხოლოდ მისი ფასი განაპირობებს, არამედ ისიც, რომ მწარმოებელთა მიერ დაანონსებული ხუთივე ლიმიტირებული ეგზემპლარი უკვე გაყიდულია.

Comments

comments