უნიკალური კომპლექსი „ოქროს სხივთა კონა“

ხორვატია სახელგანთქმულია მისი თვალწარმტაცი ბუნებითა და კეთილმოწყობილი დასასვენებელი კურორტებით. სწორედ მათ რიცხვს განეკუთვნება ქალაქ პრიმოშტენში მდებარე მომაჯადოებელი კომპლექსი „ოქროს სხივთა კონა“.

კომპლექსი მოიცავს ფუფუნის 8 ვილასა და გასაოცარ 6 აპარტამენტს. თითოეული მათგანიდან ადრიატიკის ზღვის ულამაზესი პანორამული ხედი იშლება. მწვანე სახურავებით აღჭურვილი თანამედროვე ტიპის საცხოვრებლები, უზრუნველყოფილია უმაღლესი კლასის კომფორტით, რაც ნებისმიერი სტუმრისთვის დაუვიწყარი დასვენების გარანტია.

დავორა და ზორან პოპოვიჩების მიერ შექმნილი კომპლექსი, რომელიც თანამედროვე არქიტექტურისა და ხმელთაშუა ზღვის ბრწყინვალე ნაზავია, 2013 წელს დასრულდა და დღემდე უამრავი დამსვენებელი სტუმრობს.

Comments

comments