უნიკალური საათი MB&F HM8 Only Watch

ეს უჩვეულო საათი, რომელიც სპეციალურად საქველმოქმედო საქმიანობისთვის შეიქნა, ამა წლის 11 ნოემბერს ჟენევის კრისტის აუქციონზე განთავსდება. მისი საწყისი ფასი 83000–დან 103 000 აშშ დოლარად მოიაზრება.

ორიგინალური საათი MB&F–სა და თინეიჯერი ბალერინა Cassandra Legendre–ს კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. იგი შედგება 18–კარატიანი თეთრი ოქროსა და ტიტანის უნიკალური ავტომატური კორპუსისგან, რომელიც დაფარულია საფირონის სარქველით. სიახლეს ორნამენტები, ღიმილისა და თეთრი სპილოს ლოგოც ამშვენებს.

აღსანიშნავია, რომ აუქციონიდან შემოსული საათის თანხა გადაირიცხება Duchenne–ის სპეციალური სამედიცინო კვლევის პროგრამისთვის, რომელიც კუნთების დისტროფიას უკავშირდება.

Comments

comments