უსუკე ონოს ზღაპრების სერია

ეს გახლავთ სერია ზღაპრის პაწაწინა წიგნებისა, რომელთა უჩვეულობაც არა მხოლოდ მათ ზომაშია, არამედ თითოეული მათგანი 360–გრადუსიან ციფრულ რეჟიმშია დამუშავებული. ხელისგულისოდენა წიგნებისაგან შემდგარი სერიის ავტორია იაპონელი მხატვარ–არქიტექტორი უსუკე ონო.

ამ უჩვეულო მხატვრულ ნიმუშთა შესაქმნელად, ავტორი თითოეულ სიუჟეტურ გმირს დეტალურად ამუშავებს 360–გრადუსიან ციფრულ რეჟიმში, ლაზერის მეშვეობით ჭრის და შემდგომ იმგვარად კინძავს, რომ მათი დათვალიერება, როგორც წიგნის ფურცლების გადაშლის პრინციპითაა შესაძლებელი, ასევე წრიული ფორმის მინიჭებისას – თვალის ერთი გადავლებითაც.

ონოს მიერ შექმნილი ზღაპრის ზედმიწევნით დეტალიზირებული წიგნები 40–გვერდიანია. მათი მეშვეობით ზღაპრულ სამყაროს ავტორმა კიდევ უფრო განსაკუთრებულად ჯადოსნური ხიბლი შესძინა.

Comments

comments