fbpx

უჩვეულოდ სწრაფი იახტა A88 GranSport

მილანში დაფუძნებული სახელგანთქმული დიზაინერული სტუდია – „Officina Armare“-ს წევრებმა წარმოადგინეს 27 მ-ის სიგრძის მქონე, მართლაც რომ შთამბეჭდავი იახტა – „A88 GranSport“-ის კონცეპტი, რომელსაც უჩვეულოდ სწაფი გადაადგილება ხელეწიფება.

თანამედროვე და სპორტული სტილის მქონე სიახლე, რომელიც ჰიპერავტომობილის დიზაინითაა შთაგონებული, მოიცავს 4 სივრცულსა და კომფორტულ კაიუტას, რომელთაგან 2 მათგანი პესონალური სააბაზანო ოთახითაა უზრუნველყოფილი, ხოლო ორი კი, საშხაპით. იახტის მთავარ გემბანზე განთავსებულია ბარი და 8 პერსონაზე გათვლილი სასადილო სივრცე, რომელიც თანამედროვე სტილშია ავეჯირებული. იქ ასევეა მოსასვენებლად და გასარუჯად განკუთვნილი კეთილმოწყობილი სივრცეები. იახტა ასევე აღჭურვილია მინის მასალის პანელების მქონე აეროდინამიკური სახურავით, რაც კაბინაში არსებულ მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს არჩევანი გააკეთონ მზის სხივებსა და ჩრდილს შორის.

მთლიანად მინაბოჭკოვანი მასალით ნაგები იახტა – „A88 GranSport“-ი, უზრუნველყოფილია სპეციალურად შემუშავებული ჰაერმიმღებებით; ნახშირბოჭკოვანი მასალისგან ნამზადი სპოილერებით, რომლებიც იახტის თითოეულ მხარესაა განთავსებული და ძალზედ შთამბეჭდავი სანავიგაციო ილუმინაციით, რომელიც მას სუპერ-ავტომობილის იერსახეს ჰმატებს.

„A88 GranSport“-ი აღჭურვილია – „HP MTU 12V M94“-ტიპის, დიზელზე მომუშავე წყვილი ძრავით, რაც მას 2600 ცხ. ძალით უზრუნველყოფს და შესაძლებლობას აძლევს განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე – 40 კვანძის, ხოლო საკრუიზო კი, 35 კვანძის ოდენობით.

Comments

comments