ფიჯის ელიტარული კურორტი ნანუკუ

კურორტული ზონა ნანუკუ, რომელიც ფიჯის კუნძულებიდან ძირითად კუნძულ ვიტუ ველუს სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს, ყველაზე პრეტენზიულ დამსვენებელსაც კი დუვიწყარ დასვენებას ჰპირდება.

ელიტარულ კურორტზე ნებისმიერი სტუმარი თავს ისე იგრძნობს, როგორც შინ, ხოლო ურიცხვი თავგადასავალი, რომელსაც კურორტის დასვენების პროგრამა ითვალისწინებს, უთუოდ დიდ შთაბეჭდილებებს შეუქმნით მათ.

ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშეთის ღამის კემპინგი, ტახებზე ნადირობა, მარჯნის რიფებთან სტუმრობა და მათი შეგროვება, რაფტინგი, ეგზოტიკური საკვების მოსაპოვებლად გამართული საფარი და კიდევ ბევრი რამ ნაკუკუს სამოთხესთან აიგივებს.

კურორტის ტერიტორიაზე კლუბი და რესტორანი კავანატაა, სადაც დახელოვნებული პერსონალი წყნარი ოკეანის პროდუქტებით მომზადებული ეგზოტიკური კერძებით, შეუდარებელ მასპინძლობას გაუწევს დამსვენებელთ. რესტორნის მენიუში ასევე შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებისა და კოქტეილთა ინოვაციური ჩამონათვალიც.

ჯეროვანი სადილის შემდეგ კი სტუმრებს ინტიმური სპა–სალონი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, გამაჯანსაღებელი ცენტრი ლომანა ელით, სადაც მათ წყნარი ოკეანის სამხრეთ მხარეში აღიარებულ პროცედურებს შესთავაზებენ.

Comments

comments