ფოტოკამერა ლეიკას ახალი მოდელი Nikki Sixx Edition

გერმანული ფოტოკამერა „ლეიკა“–ს ხაზს კიდევ ერთი ახალი მოდელი – Nikki Sixx Edition–ი შეემატა, რაც იმის მაუწყებელია, რომ მასზე აღბეჭდილი თითოეული კადრი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. ექსკლუზიური ვიზუალის მქონე სიახლე, რომელიც დაფუძნებულია „ლეიკა Q“–ს ბაზაზე, ამერიკელი მუსიკოსის, ჯგუფ Mötley Crüe–ს დამფუძნებლისა და წევრის და ასევე ფოტოგრაფის – Nikki Sixx–ის თანაავტორობით შეიქმნა.

ახალი ფოტოკამერა სპეცვერსიაა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 28 ეგზემპლარი გამოიცემა. იგი უზრუნველყოფილია შავი შეფერილობის შალითით, რომელზე ლაზერით გრავირებულია Nikki Sixx–ის ავტოგრაფის ასლი.

რაც შეეხება გამოცემის ოდენობას, რომელიც რიცხვ 28–ს უკავშირდება, ეს Nikki Sixx–ის ინიციატივა გახლდათ, რადგანაც სწორედ 28 წლის ასაკში მან ჰეროინის პერედოზირებით კლინიკური სიკვდილი განიცადა, რაც საბედნიეროდ კარგად დასრულდა და რამაც მის ნარკოტიკებთან ურთიერთობას წერტილი დაუსვა. აღსანიშნავია, რომ ფოტოკამერა Nikki Sixx Edition–ი აშშ–ს მასშტაბით, ლეიკას მხოლოდ 8 მაღაზიაში ექსკლუზიურად გაიყიდება, ხოლო მისი საფასური კი $5,250 იქნება.

Comments

comments