ფუფუნების ავტომობილი San Marino Blue BMW M760Li

რთულია უარყოფა, რომ მერსედეს ბენცი S63 და S65 AMG წარმოების იდეალურ მონაცემსა და ფუფუნებას შეესაბამება, თუმცა მათთვის ვისაც მსგავსი მონაცემების, მაგრამ შედარებით იაფიანი პაკეტი სურს, M760Li xDrive–ი უფრო ხელსაყრელი იქნება.

სიახლე აღჭურვილია 6–ლიტრაჟიანი V12–ტიპის ტურბოძრავით, რომელიც ავტომობილს 610 ცხ. ძალით და 100 კმ/სთ–მდე აჩქარებას კი 3 წამზე ნაკლები დროით უზრუნველყოფს.

ე.წ. San Marino Blue–ს შეფერილობის მქონე M760Li xDrive უფრო მომხიბვლელია, ვიდრე აქამდე ნანახი დანარჩენი 7 სერია. ავტომობილი 21–დუიმიანი M Performance–ის საბურავებით, Alpina–ს პოილერითა და 3D–დიზაინში შესრულებული ბამპერით იწონებს თავს.

სალონის ინტერიერი წითელი შეფერილობის ტყავის მასალისაა, რაც მის გარეგნულ იერს განსაკუთრებით ეხამება და სწორედ რომ ფუფუნების ავტომობილის სახეს სძენს.

Comments

comments