ფუფუნების ახალი საათი TAG Heuer Monaco Gulf

შვეიცარიულმა კომპანია – TAG Heuer–მა, რომელიც ფუფუნების საათების, ქრონომეტრების, სმარტფონებისა და სათვალეების წარმოებაზე სპეციალიზირდება, წარმოადგინა ფუფუნების ახალი საათი სახელწოდებით – „TAG Heuer Monaco Gulf“–ი. სიახლე ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცემა, ხოლო მისი საფასური კი $5,900 იქნება.

ავტომატური საათი – TAG Heuer Monaco Gulf–ი, რომელიც წყლის დონის 100 მ–ის სიღრმემდე წყალგაუმტარია, აღჭურვილია TAG Heuer Calibre 1–ის მექნიზმით, რომელიც უძრავი მდგომარეობისას მის 40–საათიან უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს.

სპეციალური ვერსიის დიზაინი კვლავაც მონაკოს საათების ხაზის ერთგული რჩება, რაც სიახლის კვადრატულ ფორმასა და მასზე კვლავაც მარცხენა მხარეს დატანილ საათის მოსამართ მოწყობილობაზე აისახება. საათის სამი შეფერილობის (ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი) ციფერბლატი დაფარული მაღალი ხარისხის საფირონის კრისტალით.

დიზაინერებმა სიახლეს ციფერბლატის შესაბამისი ლურჯი შეფერილობის ტყავის მასალის ღვედი შეურჩიეს, რომელიც ნარინჯისფერი გვირისტით დაამშვენეს.

Comments

comments