ფუფუნების ვილა Emirates Hills $34 მილიონი ღირს

თუ სურვილი გაქვთ დუბაიში უძრავი ქონება შეიძინოთ, შესაძლებლობა გეძლევათ არჩევანი გააკეთოთ ექსკლუზიურ ვილა – Emirates Hills–ზე, რომლის შესაძენედაც $34 მილიონის გაღება მოგიხდებათ.

0.872 აკრ მიწის ნაკვეთზე განთავსებული თვალწარმტაცი ვილა – Emirates Hills–ი, რომლის საცხოვრებელი ფართიც 32,000 კვადრატულ ფუტს შეადგენს, დუბაის ცენტრიდან სულ რაღაც 12 წუთის სავალზე, ერთ–ერთ ყველაზე წყნარ რაიონშია განთავსებული. ვილა მოიცავს: გოლფის 2 მოედანს, ჩოგბურთის რამდენიმე კორტს, ტემპერატურის მაკონტროლირებელი სისტემის მქონე საცურაო აუზს, გამაჯანსაღებელ კლუბს, საბავშვო გასართობ მოედანს, უზადოდ მოვლილსა და მცენარეების ნაირსახეობით უზრუნველყოფილ ბაღსა და არაერთ გასართობ სივრცეს.

ფუფუნების ვილას მცენარეული საფარით განაშენიანებული ტერასა აქვს სახურავზე, სადაც ბარითა და ჯაკუზით უზურუნველყოფილი გასართობი და მოსასვენებელი სივრცეებია. კეთილმოწყობილ ვილაში 7 სპეციფიური საძინებლი და 7 სააბაზანო ოთახია. მდიდრულად დეკორირებული ინტერიერი დიზაინერებმა ფერთა უხვი გამით უზურუნველყვეს, რისთვისაც ევროპული წარმოების მასალათა ნაირსახეობა გამოიყენეს, ხოლო რაც შეეხება საცხოვრებლის ავეჯით კეთილმოწყობას, იგი მხოლოდ ფრანგული წარმოების ავეჯითაა აღჭურვილი.

Comments

comments