ფუფუნების კურორტი ბაჰამის კუნძულებზე

ფუფუნების კურორტი Sandals Royal Bahamian–ი დაუვიწყარ დასვენებას სთავაზობს წყვილებს. კურორტი ბაჰამის კუნძულებიდან ერთ–ერთ კუნძულ – ნიუ–პროვიდენსზე არსებულ ქვეყნის დედაქალაქ ნასაუშია გაშენებული.

დამსვენებლთ ლაჟვარდოვან სანაპიროზე არსებული ფუფუნების ვილები ელით, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი და ტექნიკით აღჭურვილი საცხოვრებელი ნომრებია.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ 10 სპეციალიზირებული რესტორნითა და ბარით, 2 კოლონადური საცურაო აუზით, Red Lane–ის ჯილდოს მქონე სპა–სალონით, საწყალოსნო და საცხენოსნო სპორტის ნაირსახეობებით, ტურისტული ტურებითა და კიდევ სხვა უამრავი რამით.

Comments

comments